ცოტა რამ სარძევე კბილებზე

სინამდვილეში, კბილების რაოდენობა დამოკიდებულია - ასაკსა და გარკვეული დაავადებების არსებობაზე. ბავშვებსა და მოზრდილებს აქვთ კბილების სხვადასხვა ნაკრები - მათი რაოდენობა განსხვავებულია.

 

ბავშვებში კბილების ამოჭრა დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან იწყება. ეს, პირველი კბილები, ცნობილია, როგორც სარძევე კბილები ან პირველადი კბილები. მოგეხსენება, ისინი საბოლოოდ მოიცვლებიან და მუდმივი კბილებით ჩანაცვლდებიან.

 

რამდენი კბილი აქვთ ბავშვებს?

ბავშვებს 20 სარძევე კბილი აქვთ. ეს მოიცავს 10 კბილს ზედა და 10-ს ქვედა ყბაზე. 20-ვე მათგანი, როგორც წესი, სრულად ამოდის სამ წლამდე და ასრულებენ „ადგილის შემნახველთა“ როლს მუდმივი კბილებისთვის, რომლებიც სარძევე კბილების ამოვარდნის შემდეგ ამოდის. დაახლოებით ექვსი წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იწყებს სარძევე კბილების დაკარგვას. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ისინი ადრეულ მოზარდობას მიაღწევენ.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარძევე კბილებს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც მუდმივებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროებითია. პირის ღრუს მოვლის რუტინა უნდა დაიწყოს ბავშვის პირველი კბილის ამოსვლამდე. ამ დროს პატარს ღრძლები იწმინდება სუფთა, რბილი, ნამიანი ქსოვილით . პირველი კბილის ამოსვლის შემდეგ მშობლებს შეუძლიათ კბილის გახეხვა ბავშვის კბილის ჯაგრისით და ცოტაოდენი, შესაფერისი კბილის პასტით.

 

აუცილებელია გაითვალისწინო:

  • ბავშვი ატარე პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სტომატოლოგთან, ასე თავიდან აიცილებთ კარიესული კერების არსებობას და მათ გამრავლებას.
  • ჯანსაღი სარძევე კბილები შეინარჩუნებს ადგილს მუდმივი კბილებისთვის და მომავალში არასწორი თანკბილვის განვითარების საშიშროება შემცირდება.

 

ააცილე პატარას თავიდან რთული სტომატოლოგიური პრობლემები პრევენციული მკურნალობით, დააზღვიეთ საკუთარი შვილის პირის ღრუს ჯანმრთელობა.

ვიზიტის დასაჯავშნად ან შემდგომი კითხვებისთვის დაგვიკავშირდი: (032) 2322227

 

 

კატეგორიები: რჩევები, პრევენცია
Edit row
Edit col

ვიზიტის დაჯავშნისთვის შეარჩიეთ კონკრეტული ექიმი ან დაგვიკავშირდით!